დავით ჭიჭინაძე: “თუ მოსახლეობის მხარდაჭერა არ იქნება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას დავაყენებ”

დავით ჭიჭინაძე: "თუ მოსახლეობის მხარდაჭერა არ იქნება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას დავაყენებ"საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ჭიჭინაძე რიგგარეშე საპარლემენტო არჩევნების შესახებ საუბრობს.”თუ მოსახლეობის მხარდაჭერა არ იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას დავაყენებ”- თქვა დეპუტატმა.

ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ ელოდება როგორ დაკომპლექტდება მთავრობა და ვინ იქნებიან ახალი სახეები.

„თუ მთავრობა შეძლებს საზოგადოების ნდობის მოპოვებას, მაშინ ეს მისი გადასაწყვეტი იქნება, მაგრამ თუ ვერ მოვახერხებთ საზოგადოების ნდობის მოპოვებას, მთავრობას ვგულისხმობ, მაშინ შესაბამისად, ორი უავტორიტეტო ორგანო, როგორიც არის პარლამენტი და მთავრობა, ამ ქვეყანას ვეღარ გაუძღვება და კრიზისი რომ განიმუხტოს, ასეთ დროს საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილებებიც და მთავრობაც საზოგადოების ნდობას მოიპოვებს,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.