დღეს ყველა გუბერნატორს გადააყენებენ – ლევან შონია ბახტაძესთან შესახვედრად თბილისში მოდის

დღეს ყველა გუბერნატორს გადააყენებენ - ლევან შონია ბახტაძესთან შესახვედრად თბილისში მოდის“ნიუპოსტის” ინფორმაცია გამართლდა – მამუკა ბახტაძის ბრძანებით, დღეს ყველა გუბერნატორს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებენ. ამასთან, როგორც ირკვევა, გუბერნატორების მუშაობას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს.

მართალია, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ, მაგრამ „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, ლევან შონიას სოზარ სუბარმა დაურეკა და უთხრა, რომ გუბერნატორობიდნა გადაყენებულია. ასევე, ჩვენი ინფოომაციით, ამ წუთებში შონია თბილისისკენ მოდის და, სავარაუდოდ, პრემიერს შეხვდება.

კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ შონია, სხვა გუბერნატორებთნ ერთდ, შესაძლოა, პროკურატურაში დაიბარონ.

„ნიუპოსტი“ ყველაფერ ამაზე ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ექსკლუზიურად წერდა. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, თანამდებობა შესაძლოა, მხოლოდ იმერეთის გუბერნატორმა შეინარჩუნოს.