დიღომში მოტოციკლი ახალგაზრდა ქალს და 15 წლის ბიჭს დაეჯახა

დიღომში მოტოციკლი ახალგაზრდა ქალს და 15 წლის ბიჭს დაეჯახადაახლოებით ერთი საათის წინ, ლუბლიანას ქუჩაზე ავარია მოხდა. მოტოციკლი გზაზე ორ მოქალაქეს, ახალგაზრდა ქალსა და 15 წლის ბიჭს დაეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მოტოციკლის მძღოლი ამბობს, რომ ამდენ მანქანაში ისინი ვერ შენიშნა, რადგან მათ საგზაო მოძრაობის წესები დაარღვიეს და არ ისარგებლეს ზებრა გადასასვლელით.

დაშავებულები ჯაფარიძის კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟი.

იმედინიუსი