ეკა ჭითანავა – ”რუს ქალს ხელით არ შევხებივარ, მხოლოდ რუსეთის დროშის ფრიალი გავაპროტესტე” – რა მოხდა ბათუმში ანბანის კოშკთან

ეკა ჭითანავა - ”რუს ქალს ხელით არ შევხებივარ, მხოლოდ რუსეთის დროშის ფრიალი გავაპროტესტე” - რა მოხდა ბათუმში ანბანის კოშკთანშინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, ანბანის კოშკთან მომხდარი დაპირისპირების გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. კოშთან მდებარე დიდ ეკრანთან შეკრებილები რუსეთი-ხორვატიას მატჩს უყურებდნენ, რომლის დროსაც რუსეთის დროშის ფრიალი იქვე მყოფმა ეკა ჭითანავამ გააპროტესტა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.

„მისთვის რუსულადაც არ მიმიმართავს. ვუთხარი, რომ ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეს დროშა თქვენს ქვეყანაში აფრიალეთ-მეთქი. როცა ხორვატიამ გაიტანა გოლი, მას უფრო მივუახლოვდი და მისთვის კარგად გასაგონად, ხმამაღლა ვყვიროდი, “Go Croatia, fuck off Russia! რაზეც მომიბრუნდა, რატომ ჩამყვირიო. შემდეგ ჩვენს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება… ქალბატონმა 112-ს დაურეკა, წაგვიყვანეს ყველა პოლიციის განყოფილებაში. მე ორი მოწმე გამომყვა. რუსეთის მოქალაქემ თქვა, რომ თითქოს ხელით შევეხე და საქმე გვაქვს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან, რაც აბსურდია, მე მხოლოდ რუსეთის დროშის ფრიალი გავაპროტესტე სიტყვიერად,“ – ამბობს ეკა ჭითანავა.

მან მოგვიანებით ფეისბუქში დაწერა:

მეგობრებო, პირველ რიგში, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ძალიან მეუხერხულება, რომ ამდენი ადამიანი შევაწუხე. მინდა მოკლე განმარტება გავაკეთო გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ბევრი მწერს და აინტერესებს, ზუსტად რა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგო მთელი ღამე ინფორმაციას გაწვდიდათ <3 Mako Gavtadze

გუშინ რუსეთი-ხორვატიის მატჩს ვუყურებდი ბათუმში, ანბანის კოშკთან ახლოს, დიდ ეკრანზე. ცხადია იქ იმიტომ მივედი, რომ ხორვატიისთვის მეგულშემატკივრა და ემოციები ღიად გამომეხატა. რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე ზუსტად ჩემს წინ აფრიალებდა რუსულ დროშას, რაც გავაპროტესტე. როცა ხორვატიამ გაიტანა გოლი, მას უფრო მივუახლოვდი და მისთვის კარგად გასაგონად, ხმამაღლა ვყვიროდი, “Go Croatia, fuck off Russia! რაზეც მომიბრუნდა, რატომ ჩამყვირიო. შემდეგ ჩვენს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, მე ვაპროტესტებდი რუსეთის დროშის ფრიალს. “My country is occupied by your fucking country, so go, and wave your flag in Russia-მეთქი. ქალბატონმა 112-ს დაურეკა, მცემენო. პოლიცია მოვიდა. წაგვიყვანეს ყველა პოლიციის განყოფილებაში. მე გამომყვა მხოლოდ ორი მოწმე, (უღრმესი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის). ქართველები, სხვები გაიძურწნენ. სამაგიეროდ, რუსი გოგოს საგულშემატკივროდ მოვიდნენ ქართველი ბიჭები. გამოკითხვისას როგორც გავიგე, რუსი იძახდა ფიზიკურად შემეხოო (იტყუება) და ოკუპანტი მიწოდაო. ჩემი მოწმეები დილის 7 საათზე გამოკითხეს. მე არ მყავდა ადვოკატი. განყოფილებაში მოვიდნენ TI Georgiaსა ( Malkhaz Chkadua <3) და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. გავიარე კონსულტაცია იურისტებთან და ჩემი გამოკითხვა გადაიდო ორშაბათამდე. ჯერჯერობით ველოდები გამოძიების შედეგებს. როგორც პოლიციელები მეუბნებოდნენ, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მოგვიანებით ყველას გიპასუხებთ :*