გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებსსოციალურ ქსელში გავრცელებულ თითქოსდა სამაგისტრო გამოცდების პასუხების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტებას აკეთებს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაილში მოცემული დამატებითი ინფორმაცია არ არის საგამოცდო ტესტის ვერსიების სწორი პასუხები.

,,ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge გამოქვეყნებულია A ტიპის სამაგისტრო ტესტი და A ტიპის ტესტის პასუხები.  გვერდის მობილურ ვერსიაზე ვიზიტორები არაკორექტირებულ ფაილს ხედავდნენ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია.
განვმარტავთ, რომ ფაილში მოცემული დამატებითი ინფორმაცია არ არის საგამოცდო ტესტის ვერსიების სწორი პასუხები, რაშიც არა მხოლოდ აპლიკანტები, არამედ ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტების და სწორი პასუხების გამოქვეყნებისას”, – აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჯგუფებში სტუდენტები წერდნენ, რომ პასუხები ცენტრის ოფიციალურ გვერდზე დაიდო. სამაგისტრო გამოცდები ჯერ არ დასრულებულა..