გედევან ფოფხაძე: „სულ აღარ მინდა პოლიტიკაში ყოფნა, თუ ადამიანი განსხვავებული შეხედულების გამო პარტიამ შეიძლება გარიცხოს“

გედევან ფოფხაძე: „სულ აღარ მინდა პოლიტიკაში ყოფნა, თუ ადამიანი განსხვავებული შეხედულების გამო პარტიამ შეიძლება გარიცხოს“„ქართული ოცნებიდან“ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის ფაქტს დეპუტატი გედევან ფორფხაძე „ყვ პირველის“ ეთერში გამოეხმაურა. გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო:

„თუ ვიღაცას ჰგონია, რომ მე წყალს ჩავიგუბებ პირში და დათოს ვაგრძნობინებ, იცი რა, შენ რაღაც შეგეშალა და სწორად გაგრიცხეს, მე მაგას ვერ გავაკეთებ, მორალურად დავინგრევი, სახლიდან ვერ გამოვალ მაგის მერე, ეგ რა კაცობაა. სულ აღარ მინდა პოლიტიკაში ყოფნა, შინაგანად რაღა უნდა გინდოდეს. თუ ადამიანი განსხვავებული შეხედულების გამო პარტიამ შეიძლება გარიცხოს. ეთიკურობა ძალიან შეფასებითია, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი, ვინც განსხვავებულ აზრს იტყვის, იტყვიან, გედი ფოფხაძე არაეთიკურია, ჩაიწერება ბრძანებაში, ბლანკში, რომ არაეთიკური ხარ და კარგად იყავი”, – ამბობს გედევან ფოფხაძე.