გოგი წულაიამ პარლამენტის შენობასთან კუბო მიიტანა

გოგი წულაიამ პარლამენტის შენობასთან კუბო მიიტანაპარტია “თავისუფალმა საქართველოს” წევრმა გოგი წულაიამ ქუთაისში პარლამენტის შენობასთან პროტესტის ნიშნად კუბო მიიტანა.

პარლამენტთან ასევე იმყოფებოდნენ მუსიკოსებიც, რომლებმაც სამგლოვიარო სიმღერა შეასრულეს.

წულაიას განცხადებით, ისედაც დასამარებული პარლამენტი დღეს საბოლოოდ დასამარდება.
“ამ ფორმით გამოვხატეთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც არის პარლამენტი და მთავრობა. პარლამენტს ყველა ხელისუფლების პირობებში უჭირდა, მაგრამ სულს ღაფავდა, ბიძინა ივანიშვილის პირობებში კი საბოლოოდ დასამარდა”, – განაცხადა გოგი წულაიამ.