ჰარი კეინი: ”მეორე ტაიმში მატჩზე კონტროლი დავკარგეთ”

ჰარი კეინი: ”მეორე ტაიმში მატჩზე კონტროლი დავკარგეთ”ინგლისის ნაკრების ლიდერმა ჰარი კეინმა ხორვატიასთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ მისმა გუნდმა თამაში კარგად დაიწყო, მაგრამ მეორე ტაიმში კონტროლი დაკარგა და წაგებაც ამის ბრალია. კეინის აზრით ინგლისმა ფინალში გასვლის კარგი შანსი გაუშვა ხელიდან და ეს მარცხი ძალიან მტკივნეულია:
”სამწუხაროდ მეორე ტაიმი ცუდად ჩავატარეთ და მეტოქემ ამით ისარგებლა. ხორვატიის ნაკრებს ვულოცავ, რადგან მათ ეს დაიმსახურეს, მაგრამ ჩვენთვის ეს შედეგი მტკივნეულია და კიდევ დიდი ხნის მანძილზე არ დაგვავივწყდება. ჩემი თამაშით მსოფლიო ჩემპიონატზე კმაყოფილი ვარ”–განაცხადა ჰარი კეინმა.