იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდაიაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.

სტიქიამ ყველაზე მეტად ჰიროსიმას პრეფექტურა დააზარალა. სტიქიურ უბედურება დაატყდათ თავს აგრეთვე ფუკუოკას, იამაგუტის, კიოტოსა და ოკაიამას პრეფექტურებს.

სამაშველო ოპერაციაში დაახლოებით 48 ათასი სამხედრო, პოლიციელი და მეხანძრეა ჩართული.

მეოტეოროლოგები უამინდობას მომდევნო დღეების განმავლობაშიც ვარაუდობენ.

წყალდიდობა იაპონიაში 7 ივლისიდან დაიწყო.

იმედინიუსი