იგოეთთან ავარიის შედეგად მძღოლიც დაიღუპა

იგოეთთან ავარიის შედეგად მძღოლიც დაიღუპადღეს დილით იგოეთთან მომხდარი ავარიის შედეგად მძღოლიც დაიღუპა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვებით გზაში გარდაიცვალა.

ავარია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 55 კმ-ზე, ცენტრალური ავტობანის, იგოეთის მონაკვეთთან მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. მიკროავტობუსში მყოფი ქალი ადგილზე დაიღუპა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზები და მიმდინარეობს გამოძიება.

მედიამეილი