ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად რინჯანის ვულკანთან 560 ტურისტია ჩარჩენილი

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად რინჯანის ვულკანთან 560 ტურისტია ჩარჩენილიინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად რინჯანის ვულკანთან 560 ტურისტია ჩარჩენილი. მიწისძვრას მეწყერის ჩამოწოლა მოჰყვა, რის გამოც ტურისტები მთიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაშველები ტურისტების გამოყვანას უახლოეს დროში მოახერხებენ.
საინფორმაციო სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, ტურისტებს შორის, 311 ჩინელი ტურისტია, ასევე არიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, მალაიზიის, კანადის, საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და სინგაპურის მოქალაქეები.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ უახლოეს დროში მიაწვდიან წყალსა და საკვებს.

ინტერპრესნიუსი