ჯერომ ბოატენგი მალე პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება

ჯერომ ბოატენგი მალე პსჟ-ს ფეხბურთელი გახდებაპსჟ ახალ ტრანსფერზე მუშაობს. ამჯერად მათი სამიზნე მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური მცველი ჯერომ ბოატენგია, რომელშიც პარიზელები მზად არიან 70 მილიონი ევრო გადაიხადონ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბოატენგი თანახმაა რომ პსჟ-ს ფეხბურთელი გახდეს და ახლა ჯერი გუნდებზეა, რომლებმაც ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ.
ბოატენგი ბაიერნში დიდიხანია თამაშობს და უკვე გასულ სეზონში ხშირი იყო საუბრები იმის შესახებ რომ ის ამ გუნდიდან წავიდოდა. სავარაუდოდ ეს ასეც მოხდება და ბოატენგი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.