ხადას ხეობაში 4 წლის ამერიკელი ბავშვის ცხედარი იპოვეს

ხადას ხეობაში 4 წლის ამერიკელი ბავშვის ცხედარი იპოვესხადას ხეობაში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მაშველებმა 4 წლის ბავშვის ცხედარი უკვე იპოვეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 19 წლის ქართველმა მწყემსმა სმიტების ოჯახი ჯერ მიაცილა შემთხვევის ადგილამდე, შემდეგ კი მამაკაც ტურისტსა და მწყემსს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მან ამერიკელი ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი გასროლით მოკლა.

მკვლელობის შემდეგ 19 წლის ბიჭმა ცხედრები გადამალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს.

გუშინვე გაჩნდა ვერსია, რომ ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლეს.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი დაღუპული იპოვეს. ისინი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორაა.

მათ ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობდნენ. პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

იმედინიუსი