ხანძარი ჯაფარიძის ქუჩაზე

ხანძარი ჯაფარიძის ქუჩაზეჯაფარიძი ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 100 კვადტარულ მეტრ ფართობს მოედო. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო სამსახური იმყოფება.

როგორც სააგენტოდან “პირველ რადიოს” განუცხადეს, ტერიტორია მჭიდროდ დასახლებულია და არსებობდა ხანძრის გავრცელების საშიშროებაც. მათივე ინფორმაციით, მცირე დამწვრობა მიიღო ერთმა მამაკაცმა, ხოლო ორი ადამიანი კვამლით მოიწამლა. თუმცა მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა მათ ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება