ხანძარი ნუცუბიძეზე – იწვის საცხოვრებელი სახლის ორი სართული

ხანძარი ნუცუბიძეზე - იწვის საცხოვრებელი სახლის ორი სართულითბილისში, ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონში ხანძარია. არსებული ინფორმაციით იწვის საცხოვრებელი სახლლი ორი სართული, ცეცხლი დაახლოებით 150 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ და მიმდინარეობს ცეცხლის დაქრობითი სამუშაოები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.