ხორვატიისკენ მიმავალი თვითმფრინავი გერმანიაში ავარიულად დაჯდა – 33 მგზავრი საავადმყოფოში მოხვდა

ხორვატიისკენ მიმავალი თვითმფრინავი გერმანიაში ავარიულად დაჯდა - 33 მგზავრი საავადმყოფოში მოხვდაგერმანიაში, ავიაკომპანია Ryanair-ის 33 მგზავრი ავარიული დაშვების შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა.

თვითმფრინავში, რომელიც 13 ივლისს დუბლინიდან ხორვატიის ქალაქ ზადარში მიფრინავდა, წნევამ დაიწია. პილოტებმა ავარიული დაშვების გადაწყვეტილება მიიღეს და თვითმფრინავი ფრანკფურტის მახლობლად დასვეს.

ზოგიერთ დაშავებულს ყურებიდან სისხლი წამოუვიდა. თვითმფრინავში მთლიანად 189 მგზავრი იყო. მიმდინარეობს გამოძიება.

იმედინიუსი