ხულოში ტყეში ქალის ცხედარი იპოვეს

ხულოში ტყეში ქალის ცხედარი იპოვესშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ 13 ივლისს, გვიან ღამით, ხულოში, სოფელ ირემაძეების ტყეში ქალის ცხედარი იპოვეს.

შსს ინფორმაციით, ქალის ცხედარი მოქალაქემ აღმოაჩინა. გამოძიება სსკ-ის 116 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

აღენიშნება თუ არა გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები, ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ, რომ დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ ეცოდინებათ: „ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტიზა“.

ბათუმელები