კობა გვენეტაძემ ივანიშვილს უპასუხა – ”ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს”

კობა გვენეტაძემ ივანიშვილს უპასუხა - ”ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს”ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული განცხადებების პასუხად. გვენეტაძე ამბობს, რომ ის რომ ჭარბვალიანობა პრობლემაა, ამაზე ეროვნულ ბანკს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება და შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგა.

„ეროვნული ბანკი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს, ეროვნული ბანკის ფუნქცია და მოვალეობა არ არის არსებული ხელისუფლების მუშაობის შეფასება, ჩვენ არსებულ სიტუაციას ვიღებთ, როგორც მოცემულს და ჩვენი მანდატიდან და მიზნებიდან გამომდინარე წავმართავთ ჩვენს პოლიტიკას. აქედან გამომდინარე ჩემი პასუხიც ამ სიტყვებთან დაკავშირებით სწორედ ამ მხრიდან იქნება მოცემული.

ჩვენ ამ საკითხს ვუყურებთ და მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მანდატი არის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და ფინანსური სისტემის გამჭვირვალობის მხარდაჭერა, ამ მხრიდან თუ შევხედავთ, ჩვენ ძალიან ფართო და ბევრი ანალიზი მივაწოდეთ საზოგადოებას, ჟურნალისტების ჩათვლით.

შარშანაც ვსაუბრობდით ამ საკითხებზე და გარკვეული ზომა გავატარეთ ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება წლევანდელ წელს, 2018 წლის პირველ მარტს გამართულ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეს არის საკითხი, ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, სადაც მიმოვიხილეთ შიდამეურნეობების დავალიანება და ამასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ, ამავე დროს, აღვნიშნეთ, რომ იმ მანდატიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს, ფინანსური სტაბილურობა, ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ, ამავე დროს, დავძინეთ, რომ რადგანაც ეს არის გლობალური მიმართულება და ტრენდი, ჩვენ აუცილებლად ვაანალიზებთ ამ მიმართულებას და ვაქცევთ ყურადღებას“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.