ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთიდან საფრანგეთში დეპორტაცია ემუქრება

ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთიდან საფრანგეთში დეპორტაცია ემუქრებასაბერძნეთში დაკავებულ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს, ლაშა შუშანაშვილს საფრანგეთში დეპორტაცია ემუქრება. შესაბამისი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო.

ლაშა შუშანაშვილს და მის ძმას, კახას საფრანგეთში კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობაში სდებენ ბრალს. ლაშა შუშანაშვილი სალონიკში აპრილში დააკავეს. მასთან ერთად პოლიციამ კიდევ 14 ადამიანი აიყვანა. ამავე დაჯგუფების 17 წევრი დააპატიმრეს საფრანგეთშიც.

ექსკლუზივნიუსი