ლივერპული ალისონს არ ეშვება

ლივერპული ალისონს არ ეშვებალივერპული კვლავინდებურად ცდილობს რომას გოლკიპერის, ალისონ ბეკერის შეძენას. დაახლოებით ერთი თვის წინ ალისონი ახლოს იყო ლივერპულთან, მაგრამ მაშინ რომამ 80 მილიონი ევრო მოითხოვა და ლივერპულმა ამ თანხის გადახდაზე უარი თქვა.
როგორც ჩანს ლივერპული ცდილობს რომა უფრო ნაკლებ თანხაზე დაითანხმოს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თვითონ ალისონმა განაცხადა რომ ის ბედნიერია რომაში, მაგრამ მომავალში კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს.
ალისონი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების პირველი მეკარე იყო.