ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი გახდა

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი გახდალუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელია. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციამ, თუმცა თვითონ ლუის ენრიკეს ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ლუის ენრიკეს ბოლო გუნდი ბარსელონა იყო, სადაც მან სამი სეზონი გაატარა და 9 ტიტული მოიგო. ესპანეთის ნაკრები ხულიან ლოპიტეგიმ მსოფლიო ჩემპიონატის წინ დატოვა და მადრიდის რეალის მწვრთნელი გახდა, რის გამოც მას ბევრი კრიტიკა ხვდა წილად.
ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატს მერვედფინალში გამოეთიშა, რუსეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ.