მაკკეინმა ტრამპის გამოსვლას “ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო” და “ტრაგიკული შეცდომა” უწოდა

მაკკეინმა ტრამპის გამოსვლას "ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო” და "ტრაგიკული შეცდომა" უწოდაჰელსინკიში გამართული დღევანდელი პრესკონფერენცია ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო წარმოდგენა იყო აშშ-ის პრეზიდენტების ისტორიაში. ასე გამოეხმაურმარესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, ჰელსინკში ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის გამართულ შეხვედრასა და მისი დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციზე გაკეთებულ განცხადებებს.

მაკკეინმა სამიტს, რომელიც ფინეთში ჩატარდა და ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით “ტრაგიკული შეცდომა” უწოდა.

“ჰელსინკიში გამართული დღევანდელი პრესკონფერენცია ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო წარმოდგენა იყო აშშ-ის პრეზიდენტების ისტორიაში. პრეზიდენტ ტრამპის ეგოიზმისა და ავტოკრატიის მიმართ სიმპათიის შეფასება რთულია, თუმცა ნათელია, რომ ჰელსინკის სამიტი ტრაგიკული შეცდომა იყო. დონალდ ტრამპს ვლადიმირ პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევა კი არ შეუძლია, არამედ მას ამის სურვილიც არ აქვს. ტრამპი და პუტინი თითქოს ერთი და იგივე სცენარით მოქმედებდნენ და პრეზიდენტმა თავისუფალი პრესის სამართლიანი კითხვებისგან ტირანის დაცვა გადაწყვიტა. ამით კი პუტინს ტყუილისა და პროპაგანდისთვის უპრეცენდენტო პლატფორმა შეუქმნა მსოფლიოში “ – წერს მაკკეინი.