მამუკა მდინარაძე: „მარგველაშვილი წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ იმყოფება“

მამუკა მდინარაძე: „მარგველაშვილი წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ იმყოფება“ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშორებით გიორგი მარგველშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი რეალურად წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ იმყოფება და პოლიტიკური კურიოზია ის, რომ ამ თემაზე თავად მარგველაშვილი ლაპარაკობს.

“ჩვენ არაერთი ღირსეული კანდიდატი გვყავს, რომელთაგან შეიძლება ნებისმიერი დავასახელოთ, რომელიც უალტერნატივო იქნება და სწორედ ეს უალტერნატივობა აშინებს პრეზიდენტს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, იყაროს თუ არა კენჭი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არა მხოლოდ გამოძახილია, არამედ თვითონვე ამბობს, რომ ჯერ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ელოდება და ამის შემდეგ გადაწყვეტს, შეიძლება იყაროს თუ არა კენჭი”, – აღნიშნა მდინარაძემ.

„პოლიტიკური კურიოზია, მმართველი პოლიტიკური ძალა ვერ ასახელებს კანდიდატს“,- ეს განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია TV 25-ის ეთერში გააკეთა.

მარგველაშვილის შეფასებით, 5 წელია აკნინებენ პრეზიდენტის ინსტიტუტს, სწორედ ამიტომ უჭირს “ქართული ოცნების” წარმადგენლებს გადაწყვეტილების მიღება და თავს იკავებენ კანდიდატები.