მანჩო გიორგობიანი – ”ქალები 3 მეტრზე აყარა ჰაერში და მოწყვეტით დაენარცხნენ ასფალტზე, ორივე შოკში იყო… მძღოლი დამნაშავე არ არის” – პეკინზე ავარიის დეტალები – ვიდეო

მანჩო გიორგობიანი - ”ქალები 3 მეტრზე აყარა ჰაერში და მოწყვეტით დაენარცხნენ ასფალტზე, ორივე შოკში იყო... მძღოლი დამნაშავე არ არის” - პეკინზე ავარიის დეტალები - ვიდეოცოტა ხნის წინ პეკინზე მომხდარ ავარიას მანჩო გიორგობიანი შეესწრო და ფეისბუქში დაწერა:

”ამ წამს შევესწარი ავარიას პეკინზე!! მძღოლი დამნაშავე არ არის!!! აზიური წარმოშობის ორ ახალგაზრდა ქალს, რომლებმაც ბუკიას ბაღიდან პირდაპირ მოულოდნელად გადმოირბინეს პეკინზე, მეორე მხარეს , მეოთხე ხაზში (ბუკიას ბაღიდან გადმოთვალეთ, ანუ პროსპექტის შუაში.) დაარტყა მანქანამ!!! ზუსტად ორ ნაბიჯშია მიწისქვეშა გადასასვლელი, პრაქტიკულად მიწისქვეშას თავზე მოინდომეს 7 ხაზიანი პროსპექტის “გადარბენა”… და 50 მეტრში კიდევ ზებრაც არის !!!

შექმნეს საავარიო ვითარება… მოხდა ის , რაც სავარაუდოდ მოსახდენი იყო, ერთ-ერთმა მძღოლმა ვეღარ მოასწრო რეაგირება… უფრო სწორად, სცადა დამუხრუჭება , მაგრამ მაინც მოხდა შეჯახება… დაახლოებით, 3 მეტრზე აყარა ჰაერში და მოწყვეტით დაენარცხნენ ასფალტზე….მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს ამუხრუჭებდა… სწორედ მუხრუჭების და საბურავების წრიპინის ხმამ მიიქცია ჩვენი , გამვლელების, განსაკუთრებული ყურადღება.. საბედნიეროდ, ორივე ახალგაზრდა ქალი გადარჩა..

სასწრაფო მოვიდა 2 წუთში- რამდენიმე ჯგუფი, პოლიცია ერთ წუთში, მანამდე ჩვენ ვეცადეთ ადგილიდან არ გაგვენძრია და სახეს ვუზელდით ცივი წყლით… ამ დროს განძრევა არ შეიძლება!!! ორივე იყო შოკში და ადგომას ცდილობდნენ., ჩვენ არ დავანებეთ, ცოტ- ცოტა სისხლი სდიოდათ.. სასწრაფომ ადგილზე ჩაუტარა პროცედურები, იქვე ვკითხეთ, იყვნენ თუ არა ალერგიულები და გაუკეთეს ინექცია…შემდეგ დაუფიქსირეს კისრები და ასე შეიყვანეს რეანემობოლებში.. მგონი . ღმერთმა უშველათ, რომ ასეთი დარტყმის შემდეგ, მოტეხილობები არცერთს არ აღენიშნებოდა… კომუნიკაცაშიც ორივე შემოვიდა… ოდნავ ესხა სისხლი… მნიშვნელოვანი ჭრილობა ან ტრავმა პირველადი დათვალიერებით არ აღენიშნებოდათ…
საინფორმაციოების საყურადღებოდ, ეხლა ნუ გადასცემთ მძღოლს ანათემას , რადგან უცხოელებს დაარტყა!!! მიწისქვეშა გადასასვლელის თავზე რომ გადადიხარ, კარგი რა! შენი თავი არ გეცოდება, მძღოლებს მაინც გაუფრთხილდი, შენი სიტუტუცის გამო, ადამიანი რომ ციხეში უნდა მოხვდეს , ან უნებლიედ მკვლელი გახდეს და მთელი ცხოვრება ჩაამწარო მასაც და მის ოჯახსაც, რატომ რისი გულისთვის??!!!”

https://www.facebook.com/mancho.giorgobiani/videos/1986798981350356/