მანჩო გიორგობიანი – ”ტყუილად არ დამსჯიდა უფალი, დაუმსახურებლად არაფერი  ხდება…”

მანჩო გიორგობიანი - ”ტყუილად არ დამსჯიდა უფალი, დაუმსახურებლად არაფერი  ხდება...”მანჩო გიორგობიანს, რომელიც ერთი პერიოდი პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად ჩანდა, ორი წლის წინ ვაჟი გარდაეცვალა – 22 წლის სანდრო ქოიავა. მას მერე სოციალურ ქსელში ძირითადად სანდროსადმი მიძღვნილი პოსტებით ჩნდება. შარშან წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

“ჩემი სუნთქვა… როგორ უაზროდ და უსახელოდ დაიღუპა თავი, არადა, როგორ მინდოდა ქვეყნის საამაყო შვილი გამეზარდა, როგორ ვცდილობდით ყველა… და მამამისი ხომ საერთოდ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ყურადღებიანი და გასაოცარი მამა, ან რა განათლება მისცა, ან როგორ დასდევდა, ფეთიანივით… ხანდახან მეცოდებოდა ხოლმე სანდრო…
ახრჩობდნენ ყურადღებით უსაყვარლესი, გამზრდელი
ბებია-ბაბუები, ბებია-ბაბუების ძმები და დები, ბიძები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები, ყველა… ყველას
რჩეული, ყველა “ღმერთის საჩუქარს” ვეძახდით, ისეთი თბილი და ტკბილი იყო, ჩემი სამაგილითო ვარსკვლავი…
დღემდე, სიზმარში მგონია თავი, ყველაფერს ველოდი, მაგრამ ასეთ სასიკვდილო სისულელეს – არა… ყმუილი მინდა… ალბათ ჩემი ბრალია, მე ვაძლევდი ძალიან დიდ, ალბათ გადამეტებულ თავისუფლებას, რომ თვითონ, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გაეკეთებინა არჩევანი, მეგონა, ასე უფრო სწორი იყო…
დედუ…”

გუშინ კი, სანდროს გარდაცვალების დღეს, კიდევ ერთხელ მიმართა გარდაცვლილ შვილს საჯაროდ:

“დედუ, იმედი მაქვს, მალე ჩაგეხუტები და სულ ერთად ვიქნებით…
2 წლის წინ, 13-ში, დროებით გაგვყარა განგებამ… ტყუილად არ დამსჯიდა უფალი, დაუმსახურებლად არაფერი
ხდება…
სანდრო”.
თეკლა ჟვანია, მშობლები