”მაფიოზები ტრუსებში უნდა დავტოვოთ” – იტალიის შს მინისტრმა მაფიოზისთვის წართმეულ აუზში გაცურა

”მაფიოზები ტრუსებში უნდა დავტოვოთ” - იტალიის შს მინისტრმა მაფიოზისთვის წართმეულ აუზში გაცურაიტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ მაფიის ერთ-ერთი „ბოსისთვის“ ჩამორთმეული ტოსკანური ვილის აუზში დემონსტრაციულად გაცურა. ამის შესახებ „The Associated Press“ იუწყება.

სალვინიმ აუზს ერთი წრე ჟურნალისტების თანდასწრებით დაარტყა, რითაც, როგორც თავად აღნიშნა, იმის დემონსტრირება მოახდინა, თუ რამდენად პრიორიტეტულია მისი პოსტზე მუშაობისას მაფიასთან ბრძოლა. „ჩვენ ეს ბატონები ქვედა საცვლებით უნდა დავტოვოთ“, – განაცხადა მინისტრმა.

მატეო სალვინი გამოდის ინიციატივით, რომ დაკანონდეს კონფისკაციის პროცედურა, რათა ჩამორთმეული ობიექტების სხვა მიზნებისთვის გარდაქმნა მოხდეს.