მარგველაშვილი: “გამოხტა ვიღაც ღლაპი და უნდა, რომ კარიერა გაიკეთოს იმაზე, რომ შენ შეგაგინოს”

მარგველაშვილი: "გამოხტა ვიღაც ღლაპი და უნდა, რომ კარიერა გაიკეთოს იმაზე, რომ შენ შეგაგინოს"“გამოხტა ვიღაც ღლაპი და უნდა, რომ კარიერა გაიკეთოს იმაზე, რომ შენ შეგაგინოს” – ეს განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში ციტა ხნის წინ გააკეთა. კითხვაზე, ვის გულისხმობდა ის ღლაპში, მან განაცხადა, რომ კონკრეტული ადრესატი არ ჰყოლია.

სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, მარგველაშვილმა ხელისუფლების მიმართ საკრიტიკული განცხადებები გააკეთა.

„შენ უნდა ითამაშო არბიტრის როლი, შენ უნდა მიუხედავად ამ შეურაცხყოფისა, მიუხედავად იმისა, რომ გამოხტა ვიღაც ღლაპი და უნდა, რომ კარიერა გაიკეთოს იმაზე, რომ შენ შეგაგინოს, მიუხედავად იმისა, რომ უსამართლოდ გაყენებენ შეურაცხყოფას, მიუხედავად იმისა, რომ მედია ვერ გაგიგებს, რაღაცას აგიგორებენ, შენთვის უნდა იყოს პრიორიტეტი სამშობლო,“ – განაცხადა პრეზიდენტმა