მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საგამოძიებო კომისია სავარაუდოდ, მიხეილ კალანდიას გამოჰკითხავს

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - საგამოძიებო კომისია სავარაუდოდ, მიხეილ კალანდიას გამოჰკითხავსმკვლელობა ხორავას ქუჩაზე – პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი დღეს ორ მოზარდს გამოჰკითხავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მიხეილ კალანდიაა, თუმცა კომისიის წევრები ამ თემაზე არ საუბრობენ.
რამდენიმე არასრულწლოვნისგან განმარტებები კანონმდებლებმა მანამდე უკვე მოისმინეს. მათი შეფასებით, გაურკვეველია, თუ რატომ აცხადებდა გამოძიება, რომ მოზარდები მათთან არ თანამშრომლობდნენ.
კომისიის წევრები იმ საგამოძიებო ღონისძიებებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც არ ჩატარებულა.
„როდესაც საგამოძიებო ორგანოები საუბრობენ, რომ მათ საშუალება არ ჰქონდათ ინფორმაციის მიღების, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მათ არაერთი საშუალება ინფორმაციის მიღების მიზანმიმართულად თუ რაღაცის გამო უბრალოდ არ გამოიყენეს. ამიტომ ამ საქმის გამოძიებაში, ვიღაც რომ რამეს არ ამბობს ის კი არ არის პრობლემა, თუ ვინმე არასწორს იძახდა და ასეთი შემთხვევებიც იყო მატ შეეძლოთ კანონიერი გზებით მათ შორის ცრუი ჩვენება კანონიერად ეიძულებინათ, რომ ეს ინფორმაცია მიეღოთ“ -ამბობს ”ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია.