„მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, პენსია სექტემბრიდან 20 ლარით გაზარდოს“

ფინანსისტ  არჩილ იაკობაშვილს მიაჩნია, რომ საპენსიო რეფორმის გასატარებლად ბიუჯეტში 80 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული. რეფორმა გადაიდო. მისი აზრით, გამოთავისუფლებული 80 მლნ ისევ პენსიონერებს უნდა მოხმარდეს.

არჩილ იაკობაშვილი:
2017 წელს ფიზიკური პირების მიერ შრომითი საქმიანობიდან გამომუშავებულმა მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა დაახლოებით 12,5 მლრდ ლარი, ხოლო აღნიშნულ შემოსავალზე 20% განაკვეთით მოკრეფილმა პირდაპირმა გადასახადმა (ე.წ. საშემოსავლო) – 2,5 მლრდ ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ საშემოსავლო გადაიხადა მხოლოდ 821 ათასამდე ფიზიკურმა პირმა, ბიუჯეტში გადასახადის გადამხდელად ითვლება ყველა ადამიანი – მათ შორის, არიან არა მხოლოდ საშემოსავლოს გადამხდელები, არამედ თუნდაც პამპერსის მომხმარებელი ახალშობილი და საკვები პროდუქტების მომხმარებელი პენსიონერებიც.

2017 წლის მონაცემებით საქართველოში 1000$ ექვივალენტზე მეტი ყოველთვიური რეგულარული შემოსავლით სარგებლობდა მხოლოდ 73.786 საშემოსავლოს გადამხდელი ფიზიკური პირი, რომლებიც რეგულარულად დასაქმებულთა მთლიანი კონტინგენტის მხოლოდ 9%, ხოლო მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 2% შეადგენს.

ეს ნიშნავს, რომ დაგროვების სქემის (2%+2%+2%) მიხედვით (კერძოდ, დაქირავებულების თვის: 2% – დაქირავებული, 2% – დამქირავებელი, 2% – სახელმწიფო; სახელმწიფო მოხელისთვის: 2% – დასაქმებული, 4% – სახელმწიფო; თვითდასაქმებული სთვის: 4% – თვითდასაქმებული , 2% – სახელმწიფო), საპენსიო ფონდის კონტრიბუტორები ვართ ყველანი, ხოლო 2017 წლის მონაცემების მიხედვით ბენეფიციართა მაქსიმალური რაოდენობა 20–30–40 წლის შემდეგ ვართ მხოლოდ 821 ათასამდე ადამიანი.

რა გვჭირს იმის ფასი, რომ 20–30–40 წლის შემდგომი პერიოდისთვის ჩვენი პენსიის დაფინანსებით 2019 წლიდან დაიხარჯოს დღევანდელი საბაზისო პენსიის მიმღები 730 ათასამდე ხანდაზმული?!

ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობის (115 წევრი 150–დან, ე.ი. 77%) მიერ მიღებული კანონის (მხარდაჭერა: 79, ე.ი. პარლამენტის მთლიანი შემადგენლობის მხოლოდ 53%) მიხედვით, სახელმწიფოს მხრიდან უკვე შედგა საკუთარი მოქალაქეების იძულების, თავისუფლების შეზღუდვის და აგრეთვე ასაკობრივი ცენზურის დაწესების ფაქტი, რადგან 2019 წლიდან 40 წლამდე ასაკის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც რეგულარულად არის დასაქმებული, გამოიმუშავებს რეგულარულ შემოსავალს და იხდის საშემოსავლო გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტში, ვალდებული ხდება, რომ ჩაერთოს დაგროვებით სქემაში.

მხოლოდ ფართომასშტაბიან ი საზოგადოებრივი მხარდაჭერის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ მწვავე დემოგრაფიული სიტუაციის და ზრდადი ფისკალური ტვირთის ფონზე, როგორც “second best solution,” საპენსიო რეფორმის სავალდებულოობის მომხრე ვარ მხოლოდ დაგროვების ფისკალურ–კონსერ ვატიული სქემით (ე.ი. სახელმწიფოს ყოველგვარი კონტრიბუციის გარეშე), მხოლოდ 15% საშემოსავლო გადასახდის პირობებში, მხოლოდ კერძოს სექტორის განხორციელებით, ისე რომ სახელმწიფო იყოს მხოლოდ პროცესების ზედამხედველი.

ჩემი აზრით, თუ სახელმწიფო, რომლის ხელისუფალი „ქართული ოცნება“ ავტორიტარულ–ჰიბრიდული რეჟიმის და საკონსტიტუციო უმრავლესობის მიუხედავად მხოლოდ დროებით არის, თუ აღნიშნული რეფორმისთვის ზურგს არ გაიმაგრებს რეფერენდუმით და საზოგადოების ფრათომასშტაბიან ი მხარდაჭერით, მაშინ აღნიშნული კანონის ამოქმედებით სახელმწიფო საფუძველს ჩაუყრის სოციალური უთანასწორობის, მომავალ თაობებზე ზრდადი ფისკალური ტვირთის გადაცემის და თაობათა შორის ხიდჩატეხილობის პრობლემებს, აგრეთვე მცოცავ სვლას საბერძნეთიზაციი საკენ.

შვეიცარიაში, რომელიც ითვლება ლიბერალური დემოკრატიის ფლაგმანად მსოფლიოში, პოლიტიკური სისტემების პერსონალიებით დაკომპლექტება ხორციელდება მხოლოდ წარმომადგენლობი თი დემოკრატიის გზით, მაგრამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებებ ი, რომლებიც წარმომადგენლობი თმა დემოკრატიამ ხალხის საკეთილდღეოდ უნდა აღასრულოს, მიიღება მხოლოდ პირადპირი დემოკრატიის გზით და რეფერენდუმიც პირდაპირი დემოკრატიის ფორმაა.

P.S. იმის გამო, რომ საპენსიო რეფორმის ამოქმედება გადაიდო 2019 წლისთვის, მაშინ როცა 2018 წლის ბიუჯეტში ამ პროექტისთვის განსაზღვრული იყო 80 მლნ ლარი, ვთხოვთ (ვურჩევთ, მოვუწოდებთ) „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ 2018 წელს აიღოს 80 მილიონი ლარით ნაკლები შიდა ვალი, ან სექტემბრიდან ეს 80 მლნ მოახმაროს საბაზისო პენსიის 20 ლარით გაზრდას.

ტექსტი სრულად გამოხატავს ავტორის პირად მოსაზრებებს

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018