ნათია ფანჯიკიძე – ”სამოთხისკენ სვლა-გეზის გამარტივებული სადაზღვევო პაკეტი ერთ წესად შევკარი – არ ავნო!”

ნათია ფანჯიკიძე - ”სამოთხისკენ სვლა-გეზის გამარტივებული სადაზღვევო პაკეტი ერთ წესად შევკარი - არ ავნო!”ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში ასეთი რამ დაწერა:

”ადამიანს რაც უფრო მეტს აუკრძალავ, მით უფრო ცოდვილი გამოვა. როგორც ბავშვს, რომელსაც ყველაფერზე შენიშვნას აძლევ, “კარგი ბავშვის” იდენტობის ჩამოყალიბება გაუჭირდება. და თუ “ცუდი ბავშვის” იდენტობა გაუფორმდა, აღარც არაფერი აქვს დასა-კარგი.

ვიღაცას ხორცი შემოეჭმება, ცოდვილია, ვიღაც ეკლესიიდან გამოვა, პომადას მიითხაპნის და ცოდვას ჩადის, ვინმეს ჩაეხუტება, მრუშია და ვინმეს თავს გაუხეთქავს, აგრესორი..

ხოდა ავწონე, დავწონე, ავიღე მცნებები, გავიაზრე, შევაჯერე, შევკრიბე, გავაერთიანე, გავცხრილე, მოვიზომე, მოვირგე და სამოთხისკენ სვლა-გეზის გამარტივებული სადაზღვევო პაკეტი ერთ წესად შევკარი – არ ავნო! არ გეგონოთ, მდგომარეობიდან მთლად იოლი გამოსავალი იყოს. იმდენი რამე შედის არ ავნოში, ეს თუ შეძელი, ცხოვრების ბოლომდე უეჭველად დაიმშვენებ ცალ ბუმბულა ფრთას მაინც.”