ნეიმარი: ”პსჟ-დან წასვლას არ ვაპირებ”

ნეიმარი: ”პსჟ-დან წასვლას არ ვაპირებ”პსჟ-ს ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა ინტერვიუში განაცხადა რომ ის პსჟ-ს დატოვებას არ აპირებს და ამ გუნდში ბედნიერია. ნეიმარის თქმით პსჟ მომავალ სეზონში ბევრ წარმატებას მიაღწევს:
”შარშან არ გაგვიმართლა ჩემპიონთა ლიგაში და მეც ტრავმა მივიღე, რის გამოც ამ ტურნირის მოგება ვერ შევძელით. მჯერა რომ მომავალ წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება და ჩემპიონთა ლიგაში წარმატებას ვიზეიმებთ. პსჟ-ში ბედნიერი ვარ, ამიტომ აქედან წასვლაზე არ ვფიქრობ”–განაცხადა ნეიმარმა.