პამელა ანდერსონი 19 წლით უმცროს ადილ რამიზე დაინიშნა

პამელა ანდერსონი 19 წლით უმცროს ადილ რამიზე დაინიშნაპამელა ანდერსონი სავარაუდოდ დაინიშნა. მსახიობის რჩეული საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ადილ რამია. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს და 51 წლის ანდერსონის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც სანქტ-პეტერბურგში საფრანგეთი-ბელგიის ნახევარფინალურ მატჩზეა გადაღებული.

პამელას თითზე Cartier Panther-ის ბრილიანტის ბეჭედი უკეთია, რომელიც მას სავარაუდოდ ადილმა აჩუქა.

მედიის ცნობით, მსახიობი სანქტ-პეტერბურგში საქმროს საგულშემატკივროდ იყო ჩასული. ის ადილზე 19 წლით უფროსია. წყვილი უკვე ერთი წელია, ერთადაა.