”ფრესკას” მოცეკვავე ორი 12 წლის ბიჭი ხაშურთან საგუბარში დაიხრჩო

”ფრესკას” მოცეკვავე ორი 12 წლის ბიჭი ხაშურთან საგუბარში დაიხრჩოხაშურთან, სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში, ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მომხდარის შესახებ შეტყობინება მას შემდეგ შევიდა, როდესაც მოქალაქემ საგუბართან ველოსიპედები და ტანსაცმელი შენიშნა.

სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო ადგილობრივი პოლიცია და სამაშველო ჯგუფები.

ორი 12 წლის ბიჭი ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ფრესკას“ მოცეკვავეები არიან.

ამის შესახებ “ნიუპოსტის” კორესპოდენტს გარდაცვილილის ახლობლებმა განუცხადეს. მათივე თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ბავშვები ცეკვის წრიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის115 მუხლი დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.