პოლიციელი, რომელმაც ფოთში ნაზიმ გუზანოვი მოკლა, დააკავეს

პოლიციელი, რომელმაც ფოთში ნაზიმ გუზანოვი მოკლა, დააკავესპოლიციელი, რომელმაც დღეს დილით ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს, ნაზიმ გუზანოვს, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დაკავებულია – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქალაქ ფოთში დადიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიასთან მდებარე თანხის ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე, დაკავებისას ფოთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ტაბელური პისტოლეტიდან გასროლით თავის არეში დაზიანება მიაყენა ერთ პირს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით. პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი დაკავებულია ბრალდებულის სახით,” –  ნათქვამია განცხადებაში.