ქუმსიშვილი-ალავიძის საქმე – პროკურატურა 710 მილიონის პროექტისთვის ნასესხებ ფულს ეძებს – ქუმსიშვილს დიმიტრი გაბუნია იცავს

ქუმსიშვილი-ალავიძის საქმე - პროკურატურა 710 მილიონის პროექტისთვის ნასესხებ ფულს ეძებს - ქუმსიშვილს დიმიტრი გაბუნია იცავსპროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილი საგამოძიებო უწყებაში დაბარებას ისევ ელოდება. ცოტა ხნის წინ ყოფილ ვიცე-პრემიერთან, სახლში, მისი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია მივიდა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ ქუმსიშვილის ინტერესებს უკვე ერთი თვეა იცავს.

ადვოკატი ჯერ არ ჰყავს ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ალავიძეს. დღეს კურიერმა გაარკვია, რომ ალავიძე პროკურატურამ გასულ კვირას დაკითხვა. ალავიძის საცხოვრებელი სახლი ვაკეში დაკეტილია. ის არ იმყოფება არც წავკისის აგარაკზე.

საქმე, რომელზეც ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი პროკურატურამ გასულ კვირას დაკითხა, 710 მილიონიან პროექტს ეხება. ეს ფული საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის 57-კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ასესხა. ფული გზის ერთი ნაწილის ასაშენებლად უკრაინულ კომპანია ალტოკომს რეგიონული განვითარების სამინისტრომ ფული წინასწარ მისცა, მაგრამ ამ კომპანიამ გზა ვერ ააშენა და 47 მილიონსაც, რომელიც ჩაურიცხეს, უკან აღარ აბრუნებს.

გამოძიებას კითხვები აქვს სამტრედია-გრიგოლეთის გზის იმ მონაკვეთთან დაკავშირებითაც, რომელსაც ორი ჩინური კომპანია აშენებს.

გამოძიება ეკონომიკისა სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა სამინისტროებში ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტებზე მიმდინარეობს.