ქუთაისში პოლიციელი დაიღუპა

ქუთაისში პოლიციელი დაიღუპაქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ასრულებდნენ, როდესაც მათი ავტომობილი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული პოლიციელი გადაყვანილია საავადმყოფოში, მას შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.

შსს-ში „ინფო რუსთავს“ განუცხადეს, რომ  გამოძიება მიმდინარეობს სსკ  276-ე მუხლის  პირველი და მე-5 ნაწილით.