რობერტ ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლა ისევ სურს

რობერტ ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლა ისევ სურსრობერტ ლევანდოვსკის ისევ სურს ბაიერნიდან წასვლა და ბაიერნის ხელმძღვანელობამ იცის ამის შესახებ, თუმცა ჯერჯერობით ისინი ლევანდოვსკის გაშვებას არ აპირებენ. ლევანდოვსკის რამდენიმე ინგლისური გუნდი ეპატიჟება, მაგრამ მას ბაიერნთან 2021 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, ამიტომ მიუნხენელების თანხმობის გარეშე არაფერი გამოვა.
ლევანდოვსკი ბაიერნში 2014 წელს გადავიდა და მას შემდეგ ის სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს, თუმცა ბოლო სეზონში მას ხშირად აკრიტიკებდნენ, განსაკუთრებით რეალთან შეხვედრების დროს, როდესაც რობერტმა რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.