საბერძნეთმა რუსეთი „მუდმივ უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა

საბერძნეთმა რუსეთი „მუდმივ უპატივცემულობაში“ დაადანაშაულასაბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მხრიდან “მუდმივი უპატივცემულობის” შეწყვეტა მოითხოვა. ასე უპასუხეს საბერძნეთში რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს მარია ზახაროვას.

“ქალბატონი ზახაროვას განცხადება, მესამე რიგის ქვეყნების მიმართ უპატივცემულობის ღია მაგალითია. მათ არ ესმით თანამედროვე სამყარო, სადაც სახელმწიფოებს, განურჩევლად თავისი ზომებისა, შეუძლიათ თანაარსებობა”, – განაცხადეს ათენში.

საბერძნეთის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ რუსი დიპლომატების გაძევების მიზეზად “მესამე” პირების გავლენის დასახელება, იმ ადამიანების წარმოსახვაა, რომლებსაც არ ესმით ნამდვილი დიპლომატია, დემოკრატია და პოლიტიკა.

11 ივლისს,  საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან  ორი რუსი დიპლომატი გააძევეს. გავრცელებული ცნობით, დიპლომატები საბერძნეთსა და მაკედონიას შორის შეთანხმების ჩაშლას ცდილობდნენ.

საბერძნეთმა და მაკედონიამ 17 ივნისს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკას სახელი უნდა გადაარქვან და მას ჩრდილოეთ მაკედონია უნდა ეწოდოს.

მაკედონიის სახელწოდების შესახებ კამათი 1991 წელს იუგოსლავიიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო. ახლა, როდესაც მაკედონია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას გეგმავს, მისი სახელწოდება კიდევ უფრო აქტუალური გახდა. საბერძნეთის ხელისუფლება შიშობს, რომ ამ სახელწოდებამ შესაძლოა ჩრდილოეთ საბერძნეთის პროვინცია მაკედონიასთან დაკავშირებით სირთულეები შექმნას.

მაკედონიის ახალ სახელწოდებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი სექტემბერში ან ოქტომბერში ჩატარდება.

იმედინიუსი