საბერძნეთში საქართველოს საელჩოს 3 ქართველი დაუკავშირდა დახმარებისთვის – ყველა კარგად არის

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს 3 ქართველი დაუკავშირდა დახმარებისთვის - ყველა კარგად არისსაბერძნეთში, ათენის სიახლოვეს, ტყეში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, დაშავებულია 100-მდე ადამიანი. ხანძრის გაჩენის მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება, რომლის გავრცელებასაც ქარმა შეუწყო ხელი.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში აღნიშნავს, რომ საქართველოს საელჩოს საქართველოს სამი მოქალაქე დაუკავშირდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, არც ერთი საქართველოს მოქალაქე ამ დროისათვის არ არის გარდაცვლილი ან მოთავსებული სამედიცინოდ აწესებულებაში:

„გუშინ საღამოდან, ქალაქ ათენში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ვიღებთ მოქალაქეების ზარებს ცხელ ხაზებზე, საბედნიეროდ ასეთი შეტყობინება იყო მხოლოდ სამი დღეს დილის მდგომარეობით, სამივეს გაეწია შესაბამისი დახმარება, ერთი გამოყვანილი იქნა ხანძრის ზონიდან, მთელი საელჩო არის მობილიზებული ახალი შეტყობინებების მისაღებად, კავშირზე ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, დილის მონაცემებით, საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის გარდაცვლილი და ჰოსპიტალიზებული, ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ხანძრის კერები შედარებით ლოკალიზებულია და იმედი გვაქვს, რომ ეს კრიზისი მალე დამთავრდება“, – აცხადებს იოსებ ნანობაშვილი.

ნიუპოსტი