საიდუმლო გამოძიება კვირიკაშვილის კლანის წინააღმდეგ – პროკურატურა მითვისებულ ათობით მილიონ ლარს ეძებს

საიდუმლო გამოძიება კვირიკაშვილის კლანის წინააღმდეგ - პროკურატურა მითვისებულ ათობით მილიონ ლარს ეძებსგიორგი კვირიკაშვილის გუნდი ეტაპობრივად თანამდებობებს ტოვებს. პრემიერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პოსტი მალევე დატოვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ. თანამდებობას ტოვებს სამი გუბერნატორიც: შიდა ქართლში – აკაკი მაჭუტაძე, კახეთში – ირაკლი ქადაგიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთში – ლევან შონია.

გარდა იმისა, რომ კვირიკაშვილის თანამოაზრეები თანამდებობებიდან მიდიან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათი ნაწილის წინააღმდეგ შესაძლოა გამოძიებაც დაიწყოს. საუბარია 10 მილიონამდე ლარამდე, რომელიც ქრონიკა პლიუსის ინფორმაციით კვირიკაშვილის კლანის მინისტრებმა მიითვისეს. მათშორის არის ზურაბ ალავიძე, რომელმაც პრემიერს თანამდებობიდან წასვლა დაასწრო. ყოფილი  ინფრასტრუქტურის მინისტრი არ არის გამორიცხული ციხეშიც კი აღმოჩნდეს იმ დარღვევების და მოპარული მილიონების გამო, რომლებიც თითქოს მის სამინისტროშია აღმოჩენილი.

არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით პროკურატურაში სპეციალური საიდუმლო საგამოძიებო ჯგუფიც კი არის შექმნილი, რომელიც ამ სფეროში ჩადენილ დარღვევებს იკვლევს.
ამის მსგავსად არ გამორიცხავენ, რომ გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც კვირიკაშვილის წასვლისთანავე მოაცილეს ხელისუფლებას და ის დროებით მთავრობაშიც კი ვერ მოხვდა. გავრცელებულია ის აზრიც, რომ იგივე ბედი ელის საგზაო დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, გიორგი სეთურიძეს, რომელიც თანამდებობიდან ახალმა მინისტრმა გაათავისუფლა.

გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორი გამოძიების პირველ ეტაპზე ალავიძის და სეთურიძის დაკავებას ელის. შემდეგი კი ელისო კილაძის ვარაუდით ქუმსიშვილი იქნება.