შალვა შავგულიძემ პროკურორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა პროტესტის ნიშნად მოხსნა

შალვა შავგულიძემ პროკურორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა პროტესტის ნიშნად მოხსნაშალვა შავგულიძემ პროკურორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა პროტესტის ნიშნად მოხსნა.

როგორც შალვა შავგულიძემ განაცხადა, საპროკურორო საბჭოს სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

„მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა. მიუხედავად დასაბუთებული მოთხოვნისა, რომ სხდომა გახსნილიყო საბჭოს წევრებმა ეს არ გაითვალისწინებს. ისევ დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს სხდომა. ასეთ ვითარებაში ხელისუფლებამ არ მოისურვა, რომ დემოკრატიულობის მცირე ხარისხი მაინც შეეძინა პროცესისთვის, ასეთ შემთხვევაში აზრი არ აქვს მონაწილეობას”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ოთარ კახიძის თქმით, პროკურორის არჩევის პროცესს არც თავად დაესწრება.

„სხდომის გახსნისთანავე დავაყენე მოთხოვნა, რომ კანდიდატებთან გასაუბრება ღია ყოფილიყო მედიისთვის. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ კანდიდატების პასუხები მიიღოს ლაივ რეჟიმში და თავად შეაფასოს, მაგრამ საპროკურორო საბჭომ ჩვენი ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ვერ ვხედავ აზრს მივიღო მონაწილეობა ამ პროცესში. რა თქმა უნდა, შალვა შავგულიძეც იგივე პოზიციაზეა. ჩვენ არ გვქონია ილუზია, რომ საპროკურორო საბჭო აირჩევდა მთავარ პროკურორად შავგულიძეს”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ნიუპოსტი