შეკვეთილში ზღვაში 7 წლის გიორგი ბერიძე დაიხრჩო

შეკვეთილში ზღვაში 7 წლის გიორგი ბერიძე დაიხრჩოოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მცხოვრები 7 წლის გიორგი ბერიძე უბედური შემთხვევის შედეგად ზღვაში გუშინ წინ დაიხრჩო.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბავშვის დაღუპვის მიზეზი შეკვეთილი-დენდროლოგიური პარკის მიმდებარედ ზღვის სანაპიროს მონაკვეთზე, მაშველების არყოფნა გახდა.
ერთ ერთი ადგილობრივის თქმით, გვიან მოსულმა მაშველებმა მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ბავშვი კი დაიღუპა. ბერიძეს დღეს, მშობლიურ სოფელ მთისპირში დაკრძალავენ.