სომხეთის კათოლიკოს გარეგინ II-ის რეზიდენციაში პროტესტანტები შეიჭრნენ

სომხეთის კათოლიკოს გარეგინ II-ის რეზიდენციაში პროტესტანტები შეიჭრნენსომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსის გარეგინ II-ის რეზიდენციის კანცელარიაში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, რომლებიც კათოლიკოსის გადადგომას მოითხოვენ. ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეჩმიაძინის პრეს სამსახურის უფროსმა ვაგრამ მელიქიანმა დაწერა:
„ცოტა ხნის წინ ცნობილი ინიციატივის ავტორები ეჩმიაძინის წმინდა საყდრის კანცელარიის შენობაში შეიჭრნენ. ისინი უპატივცემულოდ იქცევიან, აყენებენ ულტიმატუმებს და ადგილი აქვს პროვოკაციულ ქმედებებს. ისინი არ ისმენენ სასულიერო პირების მოწოდებებს, რომ უარი თქვან მსგავს მიუღებელ ქმედებებზე და ღირსეულად მოიქცნენ.“- განაცხადა მელიქიანმა.

საზოგადოებრივი ინიციატივის “ახალი სომხეთი, ახალი კათოლიკოსის” წევრები უკვე ერთი თვეა, კათოლიკოს გარეგინ II-ის გადადგომას ითხოვენ და ამ მოთხოვნით აქციებს ატარებენ.