სოზარ სუბარი მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონების მიმართულებას უხელმძღვანელებს

სოზარ სუბარი მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონების მიმართულებას უხელმძღვანელებსპრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სოზარ სუბარი მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელად წარადგინა.

„სოზარ სუბარი, რომელსაც ნამდვილად არ სჭირდება წარდგენა, რეგიონული მართვის მიმართულებას უხელმძღვანელებს, ეს გახლავთ სიახლე. ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი გამოეყოფა და გადმოვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. ამ ცვლილებების აუცილებლობა დაგვანხა გამოცდილებამ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაშ გამართულ ბრიფინგზე.