სროლა ფოთში – მამაკაცი, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, პოლიციელმა მოკლა

სროლა ფოთში - მამაკაცი, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, პოლიციელმა მოკლაფოთში მამაკაცს, რომელიც თიბისი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, სამართალდამცველმა ესროლა. ​თავის არეში დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქურდობის ფაქტს სამართალდამცველი შეესწრო. დაკავებისას პოლიციის თანამშრომელს დამნაშავემ, წინააღმდეგობა გაუწია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

რაც შეეხება სამართალდამცველის მხრიდან სროლის ფაქტს, შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.