ტაილანდის გამოქვაბულიდან ბავშვების გამოყვანა 10 საათით შეჩერდა

ტაილანდის გამოქვაბულიდან ბავშვების გამოყვანა 10 საათით შეჩერდატაილანდში, გამოქვაბულიდან ბავშვების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია დროებით შეჩერდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ოპერაციის ხელმძღვანელები ამბობენ, ბავშვების გამოსაყვნად მაშველები მუშაობას დაახლოებით 10 საათში განაახლებენ, ამის მიზეზი ჟანგბადის შემცირებაა.

ამ დროისთვის, გამოქვაბულიდან 12 მოზარდიდან 6 ბავშვი უკვე გამოიყვანეს, მათგან 4 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ.

2 ივლისს ისინი აშშ-ისა და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით ცოცხლები იპოვეს.

იმედინიუსი