ტაილანდის გამოქვაბულიდან უკვე 6 ბავშვი გამოიყვანეს – ოპერაცია გრძელდება, წყლის დონე კი მატულობს – ვიდეო

ტაილანდის გამოქვაბულიდან უკვე 6 ბავშვი გამოიყვანეს - ოპერაცია გრძელდება, წყლის დონე კი მატულობს - ვიდეოტაილანდში, გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამ დროისთვის 6 მოზარდია გამოყვანილი. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ BBC წერს.

რამდენ ხანს გაგრძელდება ოპერაცია, უცნობია. გამოქვაბულში წყლის დონე მატულობს, რის გამოც მაშველები ცდილობენ, ბავშვები რაც შეიძლება სწრაფად გამოიყვანონ.

ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ.

2 ივნისს ისინი აშშ-ისა და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით ცოცხლები იპოვეს.

იმედინიუსი