თბილისი-სტამბოლის თვითმფრინავი ტრაბზონში ავარიულად დაეშვა – ”აფრენიდან 45 წუთში გრუხუნის ხმა გავიგონეთ” – ვიდეო

თბილისი-სტამბოლის თვითმფრინავი ტრაბზონში ავარიულად დაეშვა - ”აფრენიდან 45 წუთში გრუხუნის ხმა გავიგონეთ” - ვიდეოთბილისიდან სტამბოლში მიმავალი თვითმფრინავი ტრაბზონის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ “მაესტროს” ავიარეისის ერთ-ერთმა მგზავრმა ხატია ტყებუჩავამ უთხრა.

მგზავრის თქმით, აფრენიდან 45 წუთში გრუხუნის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც პილოტმა თქვა, რომ დროებით ტრაბზონში უნდა დაშვებულიყვნენ. პილოტის თქმით, ერთი ძრავი გაითიშა. მგზავრის თქმით, დანარჩენი მგზავრები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

როგორც მგზავრი განმარტავს, ყველა მგზავრი უსაფრთხოდ არის და თვითმფრინავის მისვლას ელოდებიან, რომ დანიშნულების ადგილზე გაემგზავრონ.

სტამბულში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები ტრაბზონის აეროპორტში იმყოფებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საკონსულოსთვის დახმარების თხოვნით არავის მიუმართავს, თუმცა ადგილზე ვითარების გასარკვევად საკონსულოდან მაინც მივიდნენ. მათივე ცნობით, თვითმფრინავის ყველა მგზავრი უსაფრთხოდაა.