თბილისის აეროპორტში მხუთავი ნივთიერება შეაგდეს – სავარაუდოდ, არიან მოწამლულები

თბილისის აეროპორტში მხუთავი ნივთიერება შეაგდეს - სავარაუდოდ, არიან მოწამლულებითბილისის საერთშორისო აეროპორტში რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა – უცნობმა პირმა აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში მხუთავი აირის სპეც-აღჭურვილობა შეაგდო.

შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მოიწამლა.

თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში “ნიუპოსტს” განუცხადეს, რომ მომხდარს კვალიფიკაციას ვერ მისცემენ.

“მომხდარს კვალიფიკაციას მე ვერ მივცემ, უმჯობესია, ამ საკითხთან დაკავშრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართოთ”, – აცხადებენ პრესსამსახურში.

პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს არ იყო მხუთავი აირი, თუმცა დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და არც სავარაუდო დაშავებულებზე ისაუბრა.

ინფორმაცია თავდაპირველად droni.ge-მ გაავრცელა. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები, სადაც სავარაუდო დამნაშავე ჩანს.

მოგვიანებით „ნიუპოსტმა“ ფაქტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვა.

როგორც აეროპორტის თანამშრომელმა განაცხადა, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, როცა 40 წლამდე მამაკაცმა აეროპორტის ტერიტორიაზე “მდოგვისგან დამზადებული ნივთიერება” დატოვა.

ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული აეროპორტის ტერიტორიაზე იმავე დღეს დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები აეროპორტის თანამშრომლები არიან.