თელავის სასამართლომ ბადაგონის ქონებას ყადაღა დაადო

თელავის სასამართლომ ბადაგონის ქონებას ყადაღა დაადოდღეს თელავის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა “გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედ”-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა და სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით სს კომპანია ბადაგონს აუკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ “გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედ”-ის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადო სს “ბადაგონის” აქციათა 100%-ს, ასევე გიორგი სალაყაიას უძრავ და მოძრავ ქონებას, მათ შორის:

თბილისში, გაზაფხულის #15 ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება
უძრავი ქონება მდებარე ქალაქ თბილისში, ტაბახმელაში, სოფელი შინდისში
უძრავი ქონება სენაკის რაიონის სოფელ ახალსოფელში.
შპს „გრეიპ ლენდი grape lan”-ში გიორგი სალაყაიას სახელზე აღრიცხული 100%-იანი წილი
შპს „ბადაგონი სთორში“ გიორგი სალაყაიას სახელზე აღრიცხული წილი
სატრანსპორტო საშუალება HONDA PILOT
სატრანსპორტო საშუალება MERCEDES – BENZ GLS
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 19 ივლისით თარიღდება.

ნიუპოსტი